მოჭიდავეთა შემადგენლობები ცნობილია
7-12 სექტემბერს ლას-ვეგასში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი იქნება პირველი და მთავარი საკვალიფიკაციო ეტაპი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.
ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა, რევაზ მინდორაშვილმა და ბეგი დარჩიამ დაასახელეს შემადგენლობები.
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57კგ), ბექა ლომთაძე (61), ავთანდილ კენჭაძე (65), დავით ტლაშაძე (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).
ბერძნულ-რომაული: მურად მიქელაძე (59), შმაგი ბოლქვაძე (66), გოგა აფრიამაშვილმა (71), ზურაბ დათუნაშვილი (75), ლაშა გობაძე (80), მათე სოფაძე (85), მიხეილ ქაჯაია (98), იაკობ ქაჯაია (130).
მსოფლიოს ჩემპიონატი 8 წონით კატეგორიაში ტარდება, თუმცა ოლიმპიური ლიცენზიები 6 წონაში გაიცემა. არაოლიმპიური წონებია თავისუფალში 61 და 70, ხოლო ბერძნულ–რომაულში _ 71 და 80.