მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასის შემადგენლობა დაასახელა
18 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი, 2015 წლის მსოფლიო თასი დაიწყება, რომელსაც ინგლისისა და ფიჯის ნაკრებები გახნის. საქართველოს ნაკრებს პირველი მატჩი 19 სექტემბერს ექნება და მეტოქედ ტონგა ეყოლება.
კუნძულელების გარდა, „ბორჯღალოსნები“ ჩემპიონ ახალ ზელანდიას, არგენტინასა და ნამიბიას ებურთავებიან. მიზანი მინიმუმ 2 მატჩის გამარჯვებაა _ ასეთი მიღწევა ქართულ რაგბს აქამდე არ ჰქონია და პირველად ნისლიან ალბიონზე შეეცდებიან ამის მიღწევას.
უკვე 2 თვეზე მეტია „ბორჯღალოსნები“ ამ დიდი ფორუმისთვის ემზადებიან. პირველი ეტაპი ფიზმომზადებაზე იყო ორიენტირებული, შემდეგ კი პოლონეთში წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით გაიარა.
მესამე, დასკვნითი ფაზა უკვე ინგლისშია, სადაც ჩვენები მატჩებს მართავენ და ერთი მათგანი „ნიუკალს ფალკოზთან“ დათმეს. ამ მატჩში მილტონ ჰეიგმა 30 მორაგბე გამოსცადა, რის შემდეგ მთლიანი გაფართოებული შემადგენლობიდან ის 31 აარჩია, რომელიც მსოფლიოს თასზე ნაკრების შემადგენლობაში იქნება.
“ნიუკასლთან“ მატჩისას დაშავდნენ ბურჯი ზურაბ ჟვანია და შუამარბი გიორგი ტალახაძე. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა შერკინების კვაჭ, სიმონ მაისურაძესა და გარემარბ მურაზ გიორგაძეს უხმო.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), სანდრო თოდუა (ლელო სარასენსი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მურაზ გიორგაძე (არმაზი), გიორგი ფრუიძე (აია), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი);
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), კახა ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი).
„ბორჯღალოსნები“ მეორე საკონტროლო მატჩს ხვალ, 2 სექტემბერს ეშერში კანადის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მესამე რკენაში, იაპონიას უკვე 5 სექტემბერს, გლოსთერში შეხვდება.