სტროოტმანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
ჰოლანდიელი ფეხბურთელი მკურნალობას აგრძელებს.
“რომას” ოფიციალური ვებ-გვერდი შემდეგ განცხადებას ავრცელებს: “გუშინ კევინ სტროოტმანს მარცხენა ფეხის მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა უპრობლემოდ მოხდა, ახლა კი ნახევარმცველი გამოჯანმრთელებას აგრძელებს”.
შეგახსენებთ, მუხლის არეში არსებული დაზიანების გამო, კევინ სტროოტმანს თითქმის მთელი გასული სეზონის გამოტოვებამ მოუწია. 2014-15 წლების სერია ა-ს სეზონში მან მხოლოდ ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო.
წინასწარი ინფორმაციით, ჰოლანდიელი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას კიდევ მინიმუმ ორი თვე ვერ მოახერხებს.