შესნი “რომაში” 2017 წლამდე დარჩება
პოლონეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერის იტალიის დედაქალაქში დარჩენის ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პეტერ ჩეხი ლონდონის “არსენალის” ღირსებას მინიმუმ 2017 წლის ზაფხულამდე დაიცავს, “მეთოფეები” ვოიზეხ შესნის იჯარის ხანგრძლივობის გაზრდას დათანხმდნენ.
შეგახსენებთ, შესნი “რომას” შემადგენლობას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არენდის წესით შეუერთდა. ახალ გუნდში მისი დებიუტი წარმატებით შედგა. ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში “არსენალის” მაისურით მან 17 მატჩის ჩატარება მოასწრო.