ჯეკო ტრავმირებულია
„რომასა“ და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ ბელგიასთან გუშნდელ მატჩში მარჯვენა ხელის ტრავმა მიიღო.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად სამშობლოში დაბრუნდა. აქედან გამომდიანრე, ჯეკოს ანდორასთან მატჩში მონაწილეობა საეჭვოა.
ცნობისთვის, ბელგიასთან ანაგრიშით 1:3 წაგებულ შეხვედრაში ედინმა გოლის გატანა მოასწრო.