შოტლანდიამ თბილისში კვლავ წააგო
რამდენიმე წუთს წინ „დინამო არენაზე“ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დასრულდა, რომელიც კახა ცხადაძის გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.
პირველი ნახევრის დებიუტმა თანაბრად ჩაიარა – ჩანდა, რომ კახა ცხადაძეს პრესინგი ჰქონდა არჩეული. მასპინლძები ბურთს ძირითადად მოედნის ცენტრში აკონტროლებდნენ და გორდონ სტრაჩანის ფეხბურთელებს შეტევის საშუალებას არ აძლევდნენ. პირველ ოც წუთში აღსანიშნავია ვაკო ქაზაიშვილის კონტრშეტევა, რომელსაც ორი შოტლანდიელი უშლიდა ხელს, წინ კი ვაკოს ორი თანაგუნდელი ჰყავდა, მაგრამ პასს „ვიტესის“ ლეგიონერმა შორიდან დარტყმა ამოჯობინა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. შოტლანდიელები შეტევებით ვერ გამოირჩეოდნენ. ჩვენი ნაკრების პრესიგნმა შედეგი 38-ე წუთზე გამოიღო, როდესაც აქტიურმა ყაზაიშვილმა ლევან მჭედლიძს პასი მიიღო და დევიდ მარშალის კარში ზუსად დარტყმა არ გაუჭრდა – 1:0. პირველ ტაიმში დარჩენილ დროშ გუნდები ვერაფრით გამოირჩნენ.
მეორე ტაიმის დაწყებას შოტლანდია აქტიურად ცდილობდა. 50-ე წუთზე შოტლანდიელებმა კუთხური სახიფათოდ მოაწოდეს, თუმცა მსაჯმა მეკარეზე თავდასხმის გამო ნეისმიტი დააჯარიმა. ორ წუთში მარცხნიდან სახიფათოდ ანიამ შეუტია – საბედნიეროდ, სოლომონ კვერკველიამ იმდენად კარგად ითამაშა, რომ სტუმრებმა კუთხურის მოწოდების უფლებაც ვერ მოიპოვეს. 56-ე წუთზე სტივენ ფლეტჩერის დარტყმული ძელს მოხვდა, მაგრამ დარტყმამდე გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ცვლილებების უფლება გორდონ სტრაჩანმა მალევე გამოიყენა – 58-ე წუთზე ნეისმიტი ჯეიმს ფორესტმა შეცვალა, ხოლო რობერტსონის ადგილი ჰენლიმ დაიკავა. 63-ე წუთზე მჭედლიძე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა პასის გაკეთება ვერ მოასწრო – დარტყმა კარიდან. 69-ე წუთზე ლევან მჭედლიძემ შორიდან უძლიერესად დაარტყა – რომ არა მეკარე მარშალის ლამაზი ნახტომი, ჩვენი ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდებოდა… 70-ე წუთზე შორიდან დარტყმა შოტლანდიელებმაც სცადეს – ფლეტჩერის დარტყმული რევიშვილს კარს დიდი მანძილის ასცდა.
71-ე წუთზე კახა ცხადაძემ პორველი ცვლილება გამოიყენა – მოედანი თრნიკე ოქრიაშვილმა დატოვა, რომლის ნაცვლად თამაში გიორგი მერებაშვილმა გააგრძელა. სამ წუთში შოტლანდიამ ბოლო ცვლილება გამოიყენა იკეჩ ანია ლეი გრიფითსმა შეცვლა.
77-ე წუთზე ანანიძემ მეტოქის პასი ჩაჭრა და შოტლანდიელთა ნახევარზე დაიძრა, მჭედლიძე ფლანგზე პასით მოამარაგა, რომლის სახიფათო დარტყმული მეტოქის კარის ბადეს გარედან მოხვდა. მე-80 წუტზე მელოუნის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ფლეტჩერი თავური დარტყმის გამოეხმაურა – ბურთი ქართველთა კარს ისევ დიდი მანძილით ასცდა.
82-ე წუთზე ჯანო ანანიძის ნაცვლად თამაში მურთაზ დაუშვილმა გააგრძელა.
93-ე წუთზე საგოლე პესის ავტორი ლევან მჭედლიძე მათე ვაწაძემ შეცვალა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საქართველოს კართან დაძაბულობამ პიკს მიაღწია, შოტლანდიელებმა სამი კუთხური მოაწოდეს და სახიფათო დარტყმებითაც გამოირჩნენ, მაგრამ ქართველთა კარი მშრალი მატჩის ბოლომდე დარჩა.
საბოლოოდ, 1:0 და შოტლანიის ნაკრები საქართველოდან შინ კვლავ დამარცხებული ბრუნდება.
საქართველო – შოტლანდია 1:0
გოლი: ყაზაიშვილი 38’
საქართველო: რევიშვილი; ლობჟანიძე, კვერკველია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი; კაშია, ანანიძე, კანკავა; ოქრიაშვილი (მერებაშვილი 71’), ყაზაიშვილი, მჭედლიძე (ვაწაძე 90+3′)
შოტლანდია: მარშალი; ჰატონი მარტინი, მალგრიუ, რობერტსონი (ჰენლი 58’); ბრაუნი, მორისონი, ანია (გრიფითსი 74’), მელოუნი, ნეისმიტი (ფორესტი 58’); ფლეტჩერი
გაფრთხილებები: კაშია 10’, ანანიძე 44’, ნავალოვსკი 78’