ევროპა გვიხმობს, წინ კალათბურთია
ორიოდე საათიც და სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ეს ევრობასკეტი ოლიმპიურ ლიცენზიებსაც იძლევა და ამიტომაც არის უფრო გამორჩეული.
24 გუნდი მედლებსა და 5 ოლიმპიურ საგზურს გაითამაშებს. ეს გუნდები 4 ჯგუფად არიან გაყოფილი, თითოეული მათგანიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში აგრძელებს თამაშს.
A ჯგუფი (მონპელიე, საფრანგეთი)
რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, ისრაელი
ჯგუფის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია. და არამარტო ჯგუფის, მთლიანად ევროპის ჩემპიონატის, მით უფრო რომ საფრანგეთში ითამაშებს. წინა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს ისე სოლიდური კრებული ჰყავთ და ფავორიტებად ტყუილად არ მიიჩნევიან.
პლეი ოფში გასასვლელად კი დარჩენილი ხუთივე გუნდი იბრძოლებს. რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ აღმოჩნდება სახლში დაბრუნებული. სხვებზე სუსტად ბოსნია ჩანს, რომელსაც მირზა ტელეტოვიჩი დააკლდება. 4 კალათბურთელი აკლია რუსეთსაც, მაგრამ ჩრდილოელებმა მაინც კონკურენტუნარიანი ნაკრები შექმნეს.
B ჯგუფი (ბერლინი, გერმანია)
ისლანდია, თურქეთი, ესპანეთი, სერბეთი, იტალია, გერმანია
„სიკვდილის ჯგუფი”… ერთი ისეთი ნაკრები დაემშვიდობება ჩემპიონატს, რომელიც პლეი ოფს ნამდვილად დაამშვენებდა. მერვედფინალის 4 საგზურისთვის 5 ნაკრები იბრძოლებს: ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია და გერმანია იბრძოლებს. მეექვსე გუნდზე არაფერს ვიტყვით. მგონი არც თვითონ აპირებენ რამეს თქმას.
C ჯგუფი
ჰოლანდია, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, საქართველო
ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ჯგუფის ერთ–ერთ აუტსაიდერად მივიჩნევით მაკედონიასთან ერთად. ჩვენზე გამოკვეთილი სუსტი გუნდი ჰოლანდიაა. სავარაუდოდ, სწორედ მაკედონიასთან მოგვიწევს იმის გარკვევა, თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე.
ხორვატებს, ბერძნებსა და სლოვენიელებს, რომ იტყვიან თავი ქუდში აქვთ.
D ჯგუფი
ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინა, ბელგია, ჩეხეთი
ყველაზე სუსტი კრებული, სადაც ასევე გაურკვეველი იქნება ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. ორი გუნდის გარანტიას აქედანვე მოგცემს: ლიტვა და ლატვია.
მერვედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის ბრძოლაში უკრაინის, ბელგიის ჩეხეთისა და ესტონეთის შანსწბი სჩანს, თუმცა, უპირატესობას უფრო ევროპელებს მივანიჭებდით და არა პოსტსაბჭოელებს.