საქართველომ ევროპა ცუდად დაიწყო
საქართველო _ ჰოლანდია 72:73
(17:17; 9:19; 22:22; 24:15)
საქართველო: ცინცაძე (8ქ), მარკოიშვილი (11ქ), სანიკიძე (1ქ,9მ)), შენგელია (16ქ,8მ,5პ), ფაჩულია (16ქ); პულენი (7ქ), ბურჯანაძე, შერმადინი (2ქ), ფაცაცია, სანაძე (11), ლეჟავა, მეტრეველი
ჰოლანდია: ხერაზი (ქ), კლოოფი (22ქ), შაფტენაარი (ქ), ნორელი (8ქ), სლაგტერი (2ქ); ვ.დე იონგი (16ქ), უილიამსი, აკერბომი (5ქ), ნ. დე იონგი (4ქ), შმულდერსი (8ქ)
ცუდად დაწიყო ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა. შეცდომების კასკადი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. მხოლოდ ცოტა ხნით აფეთქდა კოკოშკოვის გუნდი და მატჩის მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ერთი ქულით წააგეს.
თამაში ორივე გუნდმა სწრაფად დაიწყო, თუმცა ქართველებს 4 წუთში 4 დაკარგვა ჰქონდათ და ამის გამო ჰოლანდიელები 11:7 დაწინაურდნენ. აქედან 8 ქულა კლოოფის ანგარიშზე იყო.
იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო, სანიკიძის ნაცვლად მოედანზე ფაცაცია შეუშვა და ჩვენი დაცვა აგრესიულად ათამაშდა, ხოლო შეტევაში ფაჩულია და შენგელია გამოირნენ და ჩვენები 13:11 დაწინაურდნენ. გუნდებმა 2–2 ქულაც გაცვალეს და ფაჩულიამ ტრავმა მიიღო. ამით ისარგებლეს ჰოლანდიელებმა, დე იონგმა ზედიზედ 4 ქულა მიითვალა, რასაც შერმადინის 2 ქულა მოჰყვა და მეოთხედი 17:17 დასრულდა.
მეორე მეოთხედი ორხმრივი შეცდომებით დაიწყო, მაგრამ ჰოლანდიელებმა სამიანი ჩაგვიგდეს, რასაც მარკოიშვილმა უპასუხა, თუმცა ვესელ დე იონგი არ ისვენებდა, ქართველებს მდევრის როლში ამყოფებდა და ჩვენები 6 ქულით ჩამორჩნენ. მოედანზე ფაჩულია გამოჩნდა, მაგრამ ჩვენებს თამაში არ მიდიოდათ და სხვაობა ჰოლანდიელთა სასარგებლოდ იცვლებოდა. ტაიმი 26:36 წავაგეთ.
მეორე მეოთხედი განსაკუთრებით ცუდად ჩავატარეთ, რაზეც 9 ჩაგდებული ქულა მეტყველებს, არ მიგვდიოდა თამაში შეტევაში, ბევრი იყო დაკარგვა, ვაგებდით საკუთარ ფარს, ხოლო ჰოლანდიელებმა რამდენიმე ჯარიმა ვერ გამოიყენეს, თორემ სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
შესვენების შემდეგ მიჯრით 4 ქულა ავიღეთ, რაზეც მყისვე გვიპასუხეს. ცინცაძის სამქულიანის შემდეგ მეტოქესთან მიახლოვება შეგვეძლო, თუმცა რამდენიმე უხეში შეცდომა და სხვაობა უკვე მინუს 12 გახდა. სანაძის კარგი თამაშის შედეგად ქართველებმა მიზანი თითქოს გაისწორეს, მაგრამ დაცვაშიც ვერაფერს გახდნენ და ბოლო ათწუთეულს 10–ქულიანი ჩამორჩენით შევხვდით.
მესამე მეოთხედში შეცდომებისთვის არ მოგვიკლია, მაგრამ სხვაობა 5 ქულამდე მაინც დავიყვანეთ. შანსი გაჩნდა… ფაჩულიას საჯარიმოების შემდეგ მინუს 3. იქვე კლოოფმა 6 ქულამდე გაზარდა სხვაობა. ფაჩულიას 4 ქულა და სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა _ 61:63.
ამის შემდეგ საქართველო „გაგიჟდა“… სანაძის 5, შენგელიას 4 ქულა და საქართველოს უკვე წინაა _ 70:65. 2 წუთი 15 წამი მატჩის დასრულებამდე. ჰოლანდია არ ნებდებოდა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს. პულენის 2 ზუსტი ჯარიმა და 72:68 წუთი და 9 წამით ადრე. კლოოფის სამქულიანი და სხვაობა უკვე ქულაა 44 წამით ადრე. შეტევაში ბურთი დავკარგეთ, ჰოლანდიელებმა ორქულიანი ჩაგვიგდეს და 17 წამით ადრე მეტოქე წინ გავიდა. დარჩენილ დროში ჯერ პულენმა, შემდეგ მარკოიშვილმა ვერ ჩააგდეს და ევროპა მარცხით დავიწყეთ.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი საგრძნობლად შევიმცირეთ…