ლოკომოტივს ევროლიგის შანსი დარჩა
თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში” მიმდინარე წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
თბილისის „ლოკომოტივი“ გერმანულ „ჰანოვერს“ გაეჯიბრა და 8:10 დამარცხდა. ჩვენებმა მეორე და მესამე მეოთხედები წააგეს და მატჩის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყდა.
ამ წაგებით „ლოკომოტივს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს, რადგან ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის, თუმცა ევროლიგაზე გადასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
მეორე მატჩი „მარსელსა“ და „ჰონვედს“ შორის ფრედ (10:10) დასრულდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ქართული გუნდი აგებს, მეორე კი ფრედ სრულდება.
სადღეისოდ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
1.მარსელი 2 1 1 0 27:19 4
2.ჰანოვერი 2 1 1 0 18:16 4
3.ჰონვედი 2 0 2 0 17:17 2
4.ლოკომოტივი 2 0 0 2 18:28 0
დღეს ერთმანეთს შეხვდებიან ჰანოვერი-მარსელი და ლოკომოტივი-ბუდაპეშტი.
პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ, მესამეადგილოსანი გუნდი კი ევროლიგაზე განაგრძობს თამაშს.