მილტონ ჰეიგი: ველოდებით ტონგასთან თამაშის დღეს
იაპონიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
_ თავიდან დისციპლინა გვაკლდა. 27 წუთში 6 ჯარიმა მივიღეთ. მერე და მერე გამოვასწორეთ ეს ნაკლი. ლელოც კარგი გავუტანეთ. ისინიც მთელი თამაში თავს მედგრად იცავდნენ. არც ჩვენ ჩამოვრჩით. გაიხსენეთ, რამდენი თერნოვერი გავახერხეთ დასკვნით მეოთხედში. ცუდი ის იყო, რომ ბოლო 5 წუთი ჩვენს ნახევარზე გავატარეთ და მერე ის დასანანი ლელოც გავუშვით. ბიჭები ძაან გულდაწყვეტილები არიან, მაგრამ ბევრი სასიკეთოც შევნიშნეთ. ამიტომ იმედიანად ვუახლოვდებით დიდ დღეს, ტონგასთან შებმას. ამ სამმა მოთელვამ ნამდვილად გვარგო მსოფლიოს წინ. სპარინგები არსებითი და აუცილებელი იყო. ბიჭები წნეხში გავატარეთ და გამოჩნდა, რომ მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ თამაშს. რა თქმა უნდა. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ მომხდარს მაინც დადებითად ვაფასებთ – უკეთ ვუტევთ და თავსაც უკეთ ვიცავთ. გადამწყვეტ მომენტებში მეტი ფხა რომ გამოგვეჩინა, კანადასა და იაპონიასთან თამაშები სულ სხვაგვარად დასრულდებოდა, მაგრამ მსოფლიოს ჭრილში ეგ არაა მთავარი. წინსვლა თუნდაც პირველ ორ თამაშთან ნამდვილად არის. იაპონია მწვავედ გვიტევდა, ჩვენი დაცვა კი გაუვალი იყო. ახლა ცოტას შევისვენებთ და მერე მზადების ბოლო ეტაპზე გადავალთ, განაცხადა „ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა.