ბავშვთა საფეხბურთო სკოლა
მოგახსენებთ,რომ 2015 წლის 6 ივლის შ.პ.ს საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისი”-ს პარტნიორთა კრებებამ, ქალაქის მერის ბატონ შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ კლუბის სტრუქტურაში შექმნილიყო საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისი”-ს ბავშვთა საფეხბურთო სკოლა.
აღნიშნული მიზნის განხორციელება საჭიროებს არამარტო სტრუქტურულ სრულყოფას, არამედ მოითხოვს შეიქმნას გამართული საფეხბურთო ინფრასტრუტურა, მიზნის განხორციელებისათვის საჭიროა როგორც ადამიანური ასევე მატრეიალური რესურსის მობილიზება, პროექტის განხორციელების მიზნით კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ჩაკვეტაძის ძალისხმევით მოხერხდა სკოლისათვის საჭირო აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვა და დაწყება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია ხელოვნურსაფარიანი სტადიონის (60/40) მოწყობა, მოიძებნა მხარდამჭერი კომპანია შ.პ.ს “ტობე”, რომელმაც უანგარო აქტიური თანამშრომლობა დაიწყო კლუბთან ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის საქმეში და უდიდესი წვლილი შეაქვს აღნიშნული საქმის განხორციელებაში,რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” სახლით ბატონ თენგიზ ჩირაძეს და მთელ მის კოლექტივს. 4 სექტემბერს დაიწყო სტადიონისათვის საჭირო ფართის აზომვა. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ერთობლივი ძალისხმევით შესრულდება სხვა სამუშაოებიც.
ასევე მოვუწოდებთ ქალაქში არსებულ ორგანიზაციებს, კეთილი ნების ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ შესაძლებლობა და სურვილი გვერდში დაუდგნენ ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას, ვინაიდან ამ საქმის განხორციელება წინგადადგმული ნაბიჯია არამარტო კლუბის, არამედ ზოგადად ჩვენი ქალაქის ბავშვებისათვის სპორტული ცხოვრების წესის ჩამოყალიბების საქმეში. აქვე მადლობას მოვახსენებთ ბატონ რამაზ სალდაძეს პროექტის შექმნაში გაწეული დახმარებისათვის. ასევე”მაკნატუნას”ერთ-ერთ დამფუძნებელს გია გუმბერიძეს თანადგომისათვის და გვჯერა ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელი გაიხარებს როცა ქუთაისის “ტორპედოს” ექნება წარმატებული საფეხბურთო სკოლა, რაც საწინდარია დიდი გუნდის გაძლიერების და წარმატებით ასპარეზობისათვის.
FCTorpedo.GE