ევრობასკეტზე სატურნირო ცხრილები აიმღვრა
ევრობასკეტზე 2 ჯგუფი ისვენებდა, ხოლო ორ ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა და რამდენიმე სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა.
დავიწყოთ დ ჯგუფით: ყველაზე ხმაურიანად ბელგიელთა გამარჯვება უნდა მივიჩნიოთ ლიტვასთან. ბენილუქსელებმა 76:74 დაამარცხეს მეტოქე და ბალტიისპირელებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სათუო გაუხადეს.
სხვა ადგილი კი ლიტველებს შემდეგ ეტაპზე ძლიერ მეტოქესთან „აჯახებს“, რაც მათთვის სასურველი ვარიანტი არ უნდა იყოს.
ამავე ჯგუფში ესტონეთმა 78:71 მოუგო უკრაინას. ესეც სენსაციური შედეგია.
ლატვიამ 72:65 დაამარხა ჩეხეთი და ახლა ჯგუფში პირველ ოთხეულს თანაბარი ქულები დაუგროვდა.
სატურნირო ცხრილი:
1.ჩეხეთი 3 2 1 223:193 5
2.ბელგია 3 2 1 227:207 5
3.ლიტვა 3 2 1 211:193 5
4.ლატვია 3 2 1 199:200 5
5.ესტონეთი 3 1 2 190:235 4
6.უკრაინა 3 0 3 203:225 3
ა ჯგუფში ბოსნიაც აუტსაიდერად ითვლებოდა ისრაელთან, მაგრამ დამატებით დროში 86:84 მოუგო და საქმე გაურთულა, ხოლო თავად შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გამოიკეთა.
ბოსნიელთა მოგება შესაძლოა, წაადგეს რუსეთსაც, რომელმაც ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, ამჯერად, ფინელებისგან. დაძაბულ ბრძოლა სკანდინავიელებმა 81:79 იმარჯვეს.
საფრანგეთმა კი პოლონეთს 69:66 მოუგო და ერთპიროვნულად ლიდერობს ჯგუფს.
სატურნურო ცხრილი:
1.საფრანგეთი 3 3 0 247:207 6
2.ისრაელი 3 2 1 239:225 5
3.პოლონეთი 3 2 1 216:212 5
4.ფინეთი 3 1 2 234:255 4
5.ბოსნია 3 1 2 204:233 4
6.რუსეთი 3 0 3 231:239 3