“ევროსპორტმა” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხიზანიშვილი დაასახელა
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა.
“ევროსპორტმა” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი დაასახელა. 10-ბალიან შეფასებაში ვეტერან ქართველ მოთამაშეს 8 ქულა დაუწერეს, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
“33 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ორწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ გამოიძახა, სტუმართა შორის დაცვაში გამორჩეული იყო. მეორე სართულზე ორთაბრძოლები მოიგო, გამოცდილების ხარჯზე წინასწარ ჭვრეტდა ირლანდიელთა საკმაოდ ზანტ შეტევებს. “რეინჯერსის” ყოფილი მცველის სამწუხაროდ, მისი გუნდი დუბლინში დამარცხდა”, – წერს “ევროსპორტი”.
საქართველოს ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებს “ევროსპორტისგან” შემდეგი ქულები ერგოთ:
რევიშვილი 7, ლობჟანიძე 7, კვერკველია 6, კაშია 6, ამისულაშვილი 7, ნავალოვსკი 6, კანკავა 6, ყაზაიშვილი 7, ოქრიაშვილი 7, მჭედლიძე 7, ცინცაძე 6, ყენია 6, პაპუნაშვილი 7.