ბერძენ რომაელთა უმედლო დასაწყისი
ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ლას ვეგასში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში.
დასაწყისი ცუდი აღმოჩნდა ქართველებისთვის. სამი ქართველი ბერნულ რომაული სტილით მოჭიდავე ექვსეულშიც ვერ მოხვდა და გარდა იმისა, რომ მედალს ვერ შეწვდნენ, ოლიმპიური ლიცენზიაც ვერ მოიპოვეს.
66 კილოგრამში შმაგი ბოლქვაძემ ჯერ კოლუმბიელი ჟაირ ალექსის კუერო მუნოზი დაამარცხა (8:0). შემდეგ თურქი აბდულსამეტ გუნალი (6:3) და სლოვაკი იშტვან ლევაი (6:0), მაგრამ მეოთხედფინალში სომეხ მიგრან არუთუნიანთან წააგო (1:10). ბოლქვაძის შანსი სომეხი მოჭიდავის ფინალში გასვლა იყო, რაც ვერ მოახერხა და ბოლქვაძეც მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
75 კილოგრამში ზურაბ დათუნაშვილმა ლატვიელი ალექსანდრს ვისლაკოვსი (3:0) და ჩინელი ბინ იანგი (3:0) კი ჩამოიშორა, მაგრამ მეოთხედფინალი ირანელ საეიდ მორად აბდვალისთან (0:2) დათმო. ფინალში ვერც ირანელი გავიდა.
98 კილოგრამში მიხეილ ქაჯაიამ ავსტრიელი დანიელ გასტლი (5:4) დაამარცხა, მერვედფინალში კი უკრაინელ დიმიტრი ტიმჩენკოსთან შეხვედრა ფრედ (1:1) დაასრულა და წესების თანახმად შემდეგ ეტაპზე ტიმჩენკო გავიდა. ფინალში ვერც უკრაინელმა გააღწია.
გვიან ღამით ლას ვეგასში საქართველოს სახელით იჭიდავებენ: მურად მიქელაძე (59 კგ), გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).