ბასილაშვილმა ფავორიტობა ვერ შეირგო
იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე ჩოგბურთელთა ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხე ნომრად იყო განთესილი და ბოსნიელ ტომისლავ ბრკიჩთან ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ წააგო.
პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან უსახურად ჩაატარა და 2:6 დამარცხდა.
მეორე სეტი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა, თუმცა იქვე სამი გეიმი დათმო და მდევრის როლში მოუწია ყოფნა. ჩვენებურმა 4:4–ზე მეტოქეს მოწოდება აართვა, შემდეგ თავისიც არ გააფუჭა და სეტი 6:4 მოიგო.
მესამე სეტი ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებების მოგებით დაიწყეს, მაგრამ ბასილაშვილმა მეტოქის 2, ხოლო ერთი თავისი მოწოდება დათმო და 2:5 ჩამორჩა.
ბასილაშვილმა გაიბრძოლა, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და თავის მოწოდებაზე დადგა. მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა, მაგრამ ქართველმა ნულზე წააგო გეიმი, ხოლო სეტი 4:6 და ტურნირს გამოეთიშა.