სან მარინოს ნაკრებმა 14 წლის განმავლობაში სტუმრად პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
8 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლიტვის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სან მარინო მიიღო.
მატჩის 55-ე წუთზე, სან მარინოელმა მატეო ვიტაიოლიმ მეტოქის კარში გოლი საჯარიმო დარტმით გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა.
აღსანიშნავია, რომ ეს გოლი სან მარინოს ნაკრების ისტორიაში, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში, 14 წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდა.