ლაშა გობაძის ბრინჯაო მსოფლიოზე და ოლიმპიური ლიცენზია
ლას ვეგასში გრძელდება მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატი. შეჯიბრების მეორე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ რომაული სტილის 59-71-80-130 წონის ფალავნებმა იჭიდავეს. ოთხი ქართველიდან მედალს ლიცენზიას მხოლოდ ლაშა გობაძე (80კგ) შეწვდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის გობაძემ პირველ შეხვედრა ბერძენ ნიკოლას ვარკასთან გამართა და 11:0 მოიგო. მეორე წრეში სერბი პეტარ ბალო 8:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ევროპის თამაშების გამარჯვებულ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ რუს ევგენი სალეევს შეხვდა. ქართველმა ფალავანმა 1:53 წუთში სუფთად დაამარცხა რუსი მოჭიდავე, ნახევარფინალში გობაძემ ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა გამოცდილ თურქ სელჯუკ ჩებისთან 2:4 და ბრინჯოას მედლისათვის იჭიდავა. მისი მეტოქე ყირგიზი სამატ შირდაკოვი იყო, რომელსაც ასევე ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე და ოლიმპიურ ლიცენზიასთან ერთად ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლას ვეგასურ ხალიჩაზე მურად მიქელაძემ (59), რომელმაც პირველ წრეში დაისვენა და საქმეში მეტექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, მაგრამ ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 2:4 წააგო.
გოგა აფრიამაშვილმა (71) საკვალიფიკაციო ეტაპიდან შვედ ზაკარის ტალროთთან ჭიდაობით დაიწყო და იქვე დაამთავრა. ქართველი 2:3 დამარცხდა.
ასევე ერთი ქულით წააგო ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებში იაკო ქაჯაიამ (130), რომელსაც საკვალიფიკაცი ეტაპზე ესტონელმა ჰეიკი ნაბიმ 1:0 მოუგო.