“სევილია” ძირითად მცველს კარგავს
ფრანგ მცველს ლაზარეთში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს.
“სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ადილ რამი ვარჯიშის დროს დაშავდა. ექიმების დიაგნოზით, მას კუნთის დაზიანება აღენიშნება.
კლუბის სამედიცინო პერსონალმა ფეხბურთელის სავარაუდო გამოჯანმრთელების თარიღი უკვე გაასაჯაროვა. მათ იმედი აქვთ, რომ უნაი ემერს ადილ რამის მოედანზე გამოყვანა ექვსი კვირის შემდეგ შეეძლება.
აქედან გამომდინარე, ფრანგი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს. ამას გარდა, თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრაში დააკლდება.