მსოფლიო რაგბი მეორე ეშელონის ქვეყნებისთვის განხორციელებული ინვესტიციების დეტალებს აქვეყნებს
სანამ 2015 წლის მსოფლიო თასამდე დღეებს ვითვლით, მსოფლიო რაგბი მხარდაჭერის პროგრამის დეტალებს აქვეყნებს, რომელიც 4 წლიანი ციკლით მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ფინანსურ უზრუნველყოფას გულისხმობს.
უფსკურლზე ხიდის აგება
უპრეცენდენტოდ მაღალი კონკურენტუნარიანობისა და გლობალური ჩართულობის ფონზე, მსოფლიო რაგბმა უფსკრულის ამოვსება გადაწყვიტა. გლობალურმა მმართველმა ორგანომ 2012-2015 წლებში დაახლოებით 34 მილიონ გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა მეორე ეშელენის სარაგბო ქვეყვნებისთვის, რომლებიც 2015 წლის მსოფლიო თასში იღებენ მონაწილეობას.
ამ თანხით იმ პროგრამების პაკეტი შეიქმნა, რომელიც ათ პირველი დონის ქვეყანასთან მიმართებაში დონეთა შორის სხვაობას შეამცირებს.
მსოფლიო რაგბს დამატებით კიდევ 16 მილიონი გირვანქა აქვს გახარჯული ელიტური შეჯიბრებებისთვის, რათა გუნდებისთვის მსოფლიო თასისკენ მიმავალი გზა გაეძლიერებინა.
კანადა, ფიჯი, საქართველო, იაპონია, ნამიბია, რუმინეთი, სამოა, ტონგა, ურუგვაი და ამერიკა – ყველა ეს გუნდი მსოფლიო თასზე იღებს მონაწილეობას. მსოფლიო რაგბის დაფინანსების პროგრამამ და სტრატეგიულმა ინიციატივამ ისინი მაღალი დონის სტრუქტურებით, განვითარების პროგრამებით, მოთამაშეთა კეთილდღეობის ინიციატივებით, წვრთნითა და განათლებით უზრნველყო.
აღმზრდელობითი ნიჭი
უფრო კონკრეტულად, ეს ინვესტიცია მორაგბეების, მწვრთნელებისა და მსაჯთა პროგრამებს უზუნველყოფს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ნიჭის აღმოჩენას, განვითარებას, კეთილდღეობას, სპორტულ მეცნიერებასა და სპოტულ მედიცინას, ასევე კვლევასა და ინოვაციას. ეს ყველაფერი აკადემიებისა და ეროვნული გუნდებისთვის ყოველდღიური სავარჯიშო გარემოს განვითარებასა და კონკურენციის ინიციატივებს უზრუნველყოფს. ასევე მხარს უჭერს ხელმძღვანელობის, მენეჯმენტისა და მმართველობის პროგრამებს, ადმინისტრაციას, არამიანურ რესურსებს, მოთამაშეთა დაზღვევასა და ინფრასტრუქტურას.
ელიტური შეჯიბრებები შემდეგ ასპარეზობებს გულისხმობს: მსოფლიო რაგბის წყნარი ოკეანის თასი, “რაგბი ევროპის ჩემპიონატი” და თბილისის თასი ეროვნული ნაკრებებისთვის; მათ შორის არის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 20 წლამდელთა ალაფაც, რომელიც ეროვნული ახალგაზრდული გუნდებისთვის ეწყობა. მსოფლიო რაგბი მხარს უჭერს ივნისისა და ნოემბრის ტესტ მატჩებსაც.
Rugby.GE