ხინჩეგაშვილის ოქრო და კიდევ ორი ოლიმპიური ლიცენზია
ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი ოლიმპიური ლიცენზიასთან ერთად ოქროსა და ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. გაისად რიო დე ჟანეიროში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57კგ) და გენო პეტრიაშვილი (125) გაემგზავრებიან. ოქრო ხინჩეგაშვილს ერგო, ხოლო ბრინჯაოთი მკრედი პეტრიაშვილმა დაიმშვენა.
ოქროსა და რიოსკენ მიმავალ გზას ხინჩეგაშვილი იტალიელი სალვატორე მანინოს დამარცხებით შეუყვა. ჩვენებურმა 4 წუთსა 19 წამში 10:0 მოიგო, მერვედფინალში ბულგარელი ვალენტინოვ ვანგელოვი კი, 6:1 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ყაზახ არტას სანას 7:5 სძლია, ნახევარფინალში კი ბეხბაიარ ერდენბატთან 10:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ირანელ ხასან რახიმის დაუპირისპირდა. ქართველი ფალავანი 1:4 აგებდა, მაგრამ ბოლო 20 წამში მეტოქეს ორი ორქულიანი გდება შეუსრულა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პეტრიაშვილმა 3 წუთსა და 45 წამში 10:0 დაამარცხა კანადელი კორი კარვი, მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევთან ძალიან გვანერვიულა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ჩვენებურმა 16:8 დაამარცხა, მაგრამ მანამე 0:8–ს. პეტრიაშვილმა მეოთხედფინალშიც წაგების ზღვარზე იჭიდავა. ქართველმა ფალავანმა ყირგიზი აიალინ ლაზარევი 16:12 კი დაამარცხა, მაგრამ მანამდე 5:10 ჩამორჩა. ეს შეცდომები ნახევარფინალში აზერბაიჯანელმა ჯამალუდინ მაგომედოვმა არ აპატია, რომელმაც ქართველ მოჭიდავეს ერთ წუთში 10:0 მოუგო. გენომ მესამე ადგილისთვის იჭიდავა მონღოლ ჩულუუნბატ იარგალსაიხანთან, რომელიც 11:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
დავით ტლაშაძემ (70) ეგვიტელი ხალილ იბრაჰიმი 14:6 დაამარცხა, მეთექსმეტედფინალში ავსტრალიელი მუსტაფა რეზაიფარი 4:13 წუთში – 10:0, მერვედფინალში იაპონელ ტაკაუმი კოჯიმას 5:3 მოიგო, მეოთხედფინალში კი 52 წამში სუფთად დამარცხდა ირანელ ჰასან იაზდანისთან და რადგან მეტოქე ფინალში გავიდა, რეპეჟაშში გადაერთო, მაგრამ 2:6 დამარცხდა ბულგარელ მიროსლავ კიროვთან.
ჯაბა ყველაშვილმა (74) დაამარცხა ბულგარელი გიორგი ივანოვი 5:4, მექსიკელი კრისტიან ფლორესთან სულ წუთი და 51 წამი დასჭირდა, მაგრამ ირანელ გასემისთან 2:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.