ჩეხური სენსაცია ევროპას
ხორვატია – ჩეხეთი 59:80
(13:20, 18:28, 12:17, 16:15)
ჩეხეთის ნაკრებმა დღის სენსაცია შემოგვთავაზეს. მათ პირველივე მეოთხედიდან მოიპოვეს უპირატესობა და ბოლო ათწუთეულს უკვე 22–ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში ხორვატებმა 13 ქულამდე კი დაიყვანეს სხვაობა, მაგრამ ეს იყო მათი მაქსიმუმი.
ჩეხების შემადგენლობაში ორმაგი დუბლით გამოირჩა ტომაშ სატორანსკი, რომლის ანგარიშზე 10 ქულა და 11 პასია. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა იან ვესელს (20 ქულა და 13 მოხსნა). ხორვატთაგან 12 ქულით საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი იყო.
სერბეთი – ფინეთი 94:81
(23:24, 25:19, 23:21, 23:17)
ფინელებმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს, მაგრამ დანარჩენ დროში სერბები გაცილებით ძლიერები იყვნენ. ბალკანელებმა ახლო და საშუალო დისტანციებიდან სროლების 72% გამოიყენეს, სკანდინავიელების 45%–ის წინააღმდეგ
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სერბთა ცენტრი მიროსლავ რადულიცა გამოდგა, რომელმაც გუნდს 27 ქულა მოუტანა, ორმაგი დუბლია ნემანია ბიელიცას (19 ქულა, 14 მოხსნა) ანგარიშზე. ფინელთაგან მცველი სასუ სალინი გამოირჩა, რომლის 26 ქულას მის გუნდს ვერ უშველა.
ისრაელი – იტალია 52:82
(13:22, 17:18, 9:28, 13:14)
იტალიამ თავიდანვე დაანახა მეტოქეს, თუ ვინ უნდა იყოს მეოთხედფინალში. პირველივე მეოთხედიდან აპენინელები მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას, ხოლო მესამე ათწუთეული სრული კატასტროფა იყო ისრაელის ნაკრებისთვის.
აპენინელთაგან საუკეთესო ალესანდრო ჯენტილე იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, ხოლო ისრაელის ნაკრებს გალ მეკელის (20 ქულა) ვერ უშველა.