საქართველოს ნაკრებმა მოგება დაკარგა
ლიტვა – საქართველო 85:81
(17:20; 22:20; 22:22; 24:19)
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში ტოლი არაფერში დაუდო ლიტვის ნაკრებს, მაგრამ ერთადერთი კალათბურთელი, მაჩილიუნისი ვერ გავაჩერეთ, რომელმაც მარტომ მოიგო თამაში.
მთელი მატჩის განმავლობაში საქართველომ ტოლი არაფერში დაუდო ძლიერ მეტოქეს. მეტიც, ჩვენები დიდწილად ლიდერობდნენ, მაგრამ ბალტიისპირელებმა მცირე შეცდომაც კი არ გვაპატიეს. ქართველები დალაგებულად თამაშობდნენ დაცვაში, შეტევაში კი სწრაფად გადადიოდნენ რისი წყალობითაც პირველი მეოთხედი 20:17 მოიგეს.
მეორე მეოთხედის შუამდე ქართველები შეუჩერებლები იყვნენ. განსაკუთრებით ზაზა ფაჩულია გამოირჩეოდა, რომლის ზუსტი თამაშის წყალობით ჩვენები 33:24 დაწინაურდნენ.
ლიტვლებმა წუთშესვენება აიღეს და პარკეტზე დაბრუნებულები დაცვაში უკეთ ათამაშდნენ. ჩენებს სამწამიანში შესვლა გაუჭირდათ, შორი სროლები არ წაუვიდათ და უპირატესოვა თვალსა და ხელს შუა გაქრა. შესვენებაზე ქართველები ერთქულიაი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმი ლიტველებმა შედეგიანად დაიწყეს. კალნიეტისის და მასიულისის ქულებით ბალტიელები 7:0 გაიქცნენ და დაწინაურდნენ. თითქოს ქართველები უნდა გატეხილიყვნენ, მაგრამ მოხდა პირიქით. სანიკიძისა და ფაჩულიას შედეგინობით ჩვენებმა ლიდერობა დაიბრუნეს და მალე 6 ქულით გაიქცნენ წინ. ისევ შეცდომები კასკადი ქართველთა მიერ და გადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 1 ქულას იგებდნენ – 62:61.
ბოლო პერიოდში შენგელიამ მე-5 პერსონალური მალევე მიიღო შენგელიამ და თამაშის დასრულებამდე 7,30 წუთით ადრე გამოაკლდა გუნდს, მაგრამ მატჩი თანაბრად გაგრძელდა.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წუთებზე 2 გაცუდებული შეტევა, რაც ლიტველებმა არ გვაპატიეს და ზუსტი შეტევებით მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 8 ქულით გაიქცა. ქართველებმა ეს ჩამორჩენა საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე 1 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ლიტველთა ამ მატჩის გმირმა იონას მასიულასმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და ბალტიელთა ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა. ჯეიკობ პულენმა დასრულებამდე 7 წამით ადრე საჯარიმოებით 81:83 გახადა ანგარიში, მაგრამ გამოცდილმა ლიტველებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს – 85:81.