სელებრითები ამერიკის ღია პირველობაზე
სპორტი ისეთი რამ არის, რომელიც ადამიანს სხვა სიამოვნებაზეც კი ათქმეინებს უარს. ამის დასტურია ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელსაც უამრავი სელებრითი დაესწრო და „ტუსოვკებზე“ თქვეს უარი.
განსაკუთრებული ინტერესი ფინალებზე და დებ უილიამსების თამაშებზე იყო მიქცეული.
მაგალითად, სერენასა და ვენუსის თამაშს ესწრებოდნენ ოპრა უინფრი, კიმ კარდაშიანი მეგობრებთან ერთად, ევა ლონგორია… დების თამაშს თვალყური ადევნა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმაც.
ბრედლი კუპერი როჯერ ფედერერის მეგობარია და შვეიცარიელის მონაწილეობით რამდენიმე მატჩს უყურა, მათ შორის ფინალსაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან.
ფედერერი და გასკეს მატჩს დაესწრნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალექს ბოლდუინი და ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი.
ვავრინკა–ფედერერის მატჩის სანახავად მივიდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამთო სათხილამურო სპორტში ლინდსი ვონი. ამავე თამაშზე იმყოფებოდა „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ კალათბურთელი ბლეიკ გრიფინიც.
კიდევ ერთი კალათბურთელი, დუეინ უეიდი, მსახიონ გაბრიელ უინიონთან ერთად ვინჩი–პენეტას ქალთა ფინალს დაესწრო.
ისნერი–ფედერერის მატჩს თვალი ბენ სტილერმა ადევნა.
შონ კონერი ორივე ნახევარფინალსა და ფინალს დაესწრო მამაკაცებს შორის. ფინალს უყურა ჰიუ ჯეკმანმაც, ასევე დევიდ ბექჰემმა. ფინალში ფედერერის საქომაგოდ მივიდა „ნიუ იორკ რეინჯერსის“ მეკარე ჰენრიკ ლუნგკვისტი.
რაფაელ ნადალს მარცხს ფაბიო ფონინისთან თვალი ადევნეს ჰლოა მორიცმა და ტაიგერ ვუდსმა თავის პატარა გოგონასთან ერთად.
მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ბეისბოლისტი დერეკ ჯიტერი კი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის გულშემატკივარი ყოფილა და მის რამდენიმე მატჩს ესწრებოდა.
ბრიტანელი ენდი მიურეის ქომაგობდა „ჩელსის“ ყოფილი გამთამაშებელი და გული ფრენკ ლამპარდი. მიურეი–კირგიოსის მატჩს დაესწრო ჟურნალ „ვოგის“ მთავარი რედაქტორი ანა ვინტური.