ვლადიმრ ხინჩეგაშვილი: მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ყველასთვის საოცნებოა
დღეს დილით საქართველოში დაბრუნდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელმაც ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ოქროს, 2 ბრინჯას მედალი და 4 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა, რომელსაც აეროპორტში პომპეზური დახვედრა მოუწყვეს ფეიერვერკებით.
– ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდებოდა. ამასთან მშოფლიოს ჩემპიონატია და ყველა სპორტსმენისთვის მისი მოგება საოცნებოა. მეც ყოველთვის ერთი ნაბიჯი მაკლდა ოქროს მედლამდე და მიხარია, რომ ეს ამჯერად მოვახერხე და ქართველი გულშემატკივარიც გავახარე. ფინალში ძალიან დაძაბული შეხვედრა გადავიტანე, მაგრამ კარგად ვიყავი მომზადებული და ჩამორჩენის მიუხედავად, ბრძოლის საჩემოდ შემოტრიალება მოვახერხე, – გვითხრა ხინჩეგაშვილმა.