სნეიდერი: „ატლეტიკო“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია“
„გალათასარაის“ ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა „ატლეტიკოსთან“ საშინაო შეხვედრის წინ ესპანური გუნდის სათამაშო დონე შეაფასა.
„ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი მეტოქეა. სიმეონე ჩინებული სპეციალისტია, რომელსაც პატივს ვცემ. ვფიქრობ, წინ მძიმე თამაში გველის.
ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ძლიერია და ტურნირის ფავორიტებს შორისაც მოიაზრება.
სახლში ვთამაშობთ, ამიტომ კარგი ატმოსფერო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკო“ მაინც ფავორიტია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.