ჰენდერსონი აშშ-ში გაფრინდა
„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი აშშ-ში გაფრინდა, სადაც ექიმებთან კონსულტაციას გაივლის და ტრავმას იმკურნალებს.
ინგლისის ნაკრების 25 წლის მოთამაშეს უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ორივე ფეხის ტკივილი აწუხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ტკივილი ჯერ კიდევ 17 აგვისტოს „ბორნმუთთან“ მატჩის შემდეგ გაჩნდა.
კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა, რამდენ ხანში დაბრუნდება ნახევარმცველი მოედანზე. მიმდიანრე სეზონში ჰენდერსონმა პრემიერლიგის მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.