უილშირი სამ თვეს გამოტოვებს
„არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა აგვისტოში მომზადებისას ფეხის ერთ-ერთი ძვლის ტრავმა მიიღო.
არსენ ვენგერი იმედოვნებდა, რომ უილშირი სანაკრებო პაუზის ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ახლა გაირკვა, რომ მას ოპერაცია დასჭირდება, რომლის შემდეგ აღსადგენი პერიოდი, დაახლოებით, სამ თვეს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო უილშირმა გასულ სეზონში ექვსი თვის განმალვობაში ვერ ითამაშა. ჯეკს მიმდინარე სეზონში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.