ბრაზილიის ნაკრების კოლორიტული ქომაგი გარდაიცვალა
ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი კლოვის ფერნანდესი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი განსაკუთრებით პოპულარული 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა, როდესაც მისი სევდიანი სახის ამსახველმა ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა.
როდესაც ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:7) ანგარიში გამანადგურებელი გახდა, კლოვის ფერნანდესმა მსოფლიოს ჩემპიონატის მინიატურული თასი გერმანელ გულშემატკივარს აჩუქა და თან უთხრა: “ჩემთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ! წაიღე ეს თასი ფინალურ მატჩზე”.
კლოვის ფერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდ სხვადასხვა ფინალურ შეხვედრასა და 60-ზე მეტ ქვეყანაში “სელესაოს” მონაწილეობით გამართულ 150-ზე მეტ მატჩს არის დასწრებული. მას მეტსახელად “გაუჩო და კოპასაც” ეძახდნენ.
კლოვის ფერნანდესს ცხრა წლის წინათ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.