პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში — პირველ ტურში 3 ინგლისური კლუბი დამარცხდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ზაგრების “დინამომ” შინ ლონდონის “არსენალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ამრიგად, პირველად ტურნირის არსებობის ისტორიაში სამმა ინგლისურმა კლუბმა პირველ ტურში მარცხი იწვნია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “მანჩესტერ სიტი” შინ ტურინის “იუვენტუსთან” 1:2 დამარცხდა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “პსვ ეინდჰოვენთან” წააგო 1:2.
ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელმაც პირველი ტურის მატჩის გამარჯვებით დასრულება შეძლო, ლონდონის “ჩელსი” გახლავთ, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” თელ ავივის “მაკაბი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.