პირველი ფინალისტი ესპანეთია
ესპანეთი–საფრანგეთი 80:75 (ოტ)
(17:20, 15:13, 16:23, 18:10, 14:9)
პირველ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა რევანში აუღო საფრანგეთს წინა ევროპირველობაზე განცდილი მარცხისთვის და პირველი ფინალისტი გახდა.
ესპანელებს ჯერ კიდევ ძირითად დროში შეეძლოთ მატჩის მოგება, როდესაც 16 წამით ადრე 3 ქულით იგებდა, მაგრამ ნიკოლა ბატუმს მისცეს სამქულიანი სროლის საშუალება და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.
ანალოგიური სიტუაცია განმეორდა ოვერტაიმის დასრულებამდე 14 წამით ადრე. წინ ისევ ესპანეთი იყო, სროლას კი კვლავაც ბატუმი აპირებდა, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ. ფრანგმა ორი საჯარიმო ააცილა, მესამე განგებ გააფუჭა, რომ მეტ ქულაზე ეთამაშათ, მაგრამ პაუ გაზოლისგან ორი ქულა საკუთარ კალათში მიიღეს და მატჩის იქ მორჩა.
გასოლი კი მატჩის გმირი გახდა. ესპანური კალათბურთის ლეგენდამ მისი გუნდის ქულების ნახევარი აიღო. 40 ქულას გასოლმა 11 მოხსნაც დაუმატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ესპანეთის ნაკრების მეტოქე ფინალში 18 სექტემბერს გამოვლინდება სერბეთისა და ლიტვის გუნდების დაპირისპირებაში. ფრანგები კი წაგებულთა მესამე ადგილისთვის ითამაშებს.
საბერძნეთი–ლატვია 97:90
(17:24, 20:20, 23:17, 37:29)
მე5–8 ადგილებისთვის მატჩები იმიტომ ჩტარდა, რომ გუნდებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თამაშის უფლება მიიღომ. ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა საბერძნეთის ნაკრებმა, რომლებმაც ბალტიისპირელები ბოლო მეოთხედში გატეხეს.
ლატვიელებს ვერ უშველა კრისტაპს იანიჩენოკსის 22–მა ქულამ, სამაგიეროდ, ბერძნებს წაადგათ იანის ბურუსის 20 ქულა.
ჩეხეთი–იტალია 70:85
(21:21, 16:21, 17:32, 16:11)
მეორე გუნდი, რომელმაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო, იტალიის ნაკრებია.
თითქმის თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ აპენინელებმა მესამე მეოთხედში გატეხეს მეტოქე, რომელსაც ვერ უშველა იან ვესელის კარგმა თამაშმა. ჩეხმა გიგანტმა ორმაგი დუბლი (26 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა. მოგებულთაგან კი საუკეთესო ანდრია ბარნიანი იყო, რომელმაც თავისიანებს 21 ქულა მოუტანა.
ჩეხეთი მე–7 ადგილისთვის მატჩში ლატვიელებს შეხვდებიან.