პირლო: “ბუფონი საუკეთესოა”
“ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა პირლო, რომელიც ახლა “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ ბუფონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა, ბუფონმა კი შესანიშნავად ითამაშა.
“გამიმართლა, რომ მასთან ერთად 15 წლის ასაკიდან ვთამაშობ. მე რომ მკითხოთ, ის უნიკალური და ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეცაა”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Football-Italia.