„დინამო“ კვლავ დაუმარცხებელია
საქართველოს უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურში თბილისის „დინამომ“ „ზუგდიდს“ უმასპინძლა. ამ ტურის წინ მასპინძლებს ოთხიდან ოთხი მოგება ჰქონდა, ზუგდიდელები კი ერთი ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებდნენ. ტრადიციას გუნდებმა არც დღეს უღალატეს – შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, როდესაც კიტეიშვილი ჩამოწოდებული კუთხუტის შემდეგ მეორე სართულზე საუკეთესი გიორგი გველესიანი აღმოჩნნდა – 1:0. ცოტახანში თავისი გუნდის უპირატესობის გაზრდა პარუნაშვილს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გუნდები განსაკუთრებით არაფრით გამორჩეულან.
მეორე ნახევარი ჩვეული სცენარით მიმდიანრეობდა. 50-ე წუთზე მეტოქის კარისკენ დარტყმა ოთარ კიტეიშვილმა სცადა, ექვს წუთში კი დინამოელებმა უპირატესობა გაზარდეს, გოლი ქვილითაიამ ჩაიწერა. ცოტახანში, კერძოდ 62-ე წუთზე, იმავე ქვილითაიამ ფლანგზე თევზაძის პასის შემდეგ დუბლი შეასრულა – 3:0. 71-ე წუთზე კი ზუგდიდელთა ჯერი დადგა – ცოტნე სამუშია მეტოქე მცველებს კარგად გასცდა, „დინამოს“ საჯარიმოში სწრაფად შევიდა და ზუსტად დარტყმაც მოახერხა – 3:1. ორ წუთში გიორგი ჯანელიძე „ზუგდიდის“ საჯარიმოში წაიქცა და პენალტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მეტიც, „დინამოს“ შვიდიანმა სიმულაციისთვის ყვითელი აბრათი მიიღო. დარჩენილ დროში გეგუჩაძის ფეხბურთელებმა კიდევ რამდენიმეჯერ დაარტყეს, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
საბოლოოდ, 3:1 და „დინამომ“ ასპროცენტიანი შედეგით კვლავ ცხრილის პირველ ადგილს იკავებს და მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილას“ ორი ქულით უსწრებს. სათქელია, რომ „დინამო“ შემდეგ ტურში სწორედ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. მატჩი შაბათს, 26 სექტემბერს, გორში გაიმართება. რაც შეეხება „ზუგდიდს“, აუტსაიდერი შემდეგ ტურში „სამტრედიას“ მიიღებს.
„დინამო“ – „ზუგდიდი“ 3:1
გოლები: გველესიანი 18′, ქვილითაია 56′, ქვილითაია 62′ – სამუშია 71’
„დინამო“: ბეგაშვილი, თევზაძე, გველესიანი, ჭელიძე, კაკაბაძე, ცინცაძე (ჯიღაური 6’5), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (იაშვილი 57′), ჭანტურიშვილი, არაბული (ჯანელიძე 62′), ქვილითაია
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, თიბილაშვილი (ნარმანია 67′), გავაშელიშვილი, ზ. მალანია, ჯავაშვილი, ქანთარია, ტყემალაძე (ს. მალანია 63′), ქირია (თუთბერიძე 57′), წყაროზია, სამუშია, ბულია
გაფრთხილებები: ჯანელიძე 73′, ჭანტურიშვილი 78′, – ბულია 85’