პირველი ტურის სიმბოლურში ნარიაშვილი, გორგოძე და ლობჟანიძე მოხვდნენ
Planet Rugby-მ მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც 1, 9 და 8 ნომრებზე შესაბამისად მიხეილ ნარიაშვილი, ვასილ ლობჟანიძე და მამუკა გორგოძე დაასახელეს.
აი, რა წერია ქართველო მორაგბეებზე:
მიხეილ ნარიაშვილი
„ბორჯღალოსანთა“ შერკინებაში დომინირებამ, რომლის განუყოფელი ნაწილი მიხეილ ნარიშვილი იყო, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა შაბათს, „ქინგსჰოლმზე“ ტონგის დამარცხებაში.
ვასილ ლობჟანიძე
მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თავის გუნდის ისტორიულ გამარჯვებაში. საუცხოოდ ანაწილებდა პასებს და შერკინებას დროულად ამარაგებდა. მსვლელობისას არც ინიციატივის თავზე აღებას შეშინებია.
მამუკა გორგოძე
ქართველი გოლიათი, რომელმაც საუცხოო თამაშით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებაში და მატჩის პირველი ლელო მიითვალა. გორგოძემ 24 ბოჭვა და 8 ოფლოუდი შეასრულა.