პრანდელიმ სკუდეტოსთვის ფავორიტები დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერია ა-ს ფავორიტებთან დაკავშირებით საუბრობს.
“სხვა გუნდებთან შედარებით “ინტერს” წელს მცირე უპირატესობა აქვს, რადგან მათ სტევან იოვეტიჩი იყიდეს. ის იტალიის ჩემპიონატს ძალიან კარგად იცნობს, აქედან გამომდინარე, ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დასჭირდება”, – აცხადებს ჩეზარე პრანდელი.
“რომას” ხელმძღვანელობის მიერ წარმოებული კარგი სატრანსფერო პოლიტიკის წყალობით, წელს რუდი გარსიას შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები მომდევნო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში უნდა გამოავლინონ”.
“ჩემი აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები “რომა”, “იუვენტუსი”, “ინტერი” და ასევე, “მილანი” და “ნაპოლი” არიან”, – დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ბოლოს პრანდელი “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, რომელიც 2014 წელს დატოვა.