საქართველომ რიოს დასტური მისცა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურკომიტეტში გაიმართა აღმასკომისხ სხდომა, რომელსაც აღმასკომის წევრების გარდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.
განსახილველი რამდენიმე საკითხი იყო, მათგან ყველაზე საინტერესო იყო მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხი. საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციიდან მოვიდა წერილი, რომლებიც დასტურს ითხოვდნენ საქართველოს მხრიდან და დღეს ეს დასტური საჯაროდ გაფორმდა.
– მნიშვნელოვანია მომენტია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მივეცით დასტური რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილებას მიღებაზე. იმედი მაქვს რომ მომავალ წელი წარმატებული იქნება ქართველი სპორტსმენებისთვის. საერთოდ, ძალიან რთული წელი იქნება, რადგან სალიცენზიოა და ყველას დაძაბულ რეჟიმში მოუწევს მუშაობა, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
გეტყვით რომ, სადღეისოდ საქართველოს დელეგაციას რიოს 9 ლიცენზია აქვს მოპოვებული.
ესენი არიან: ნინო სალუქვაძე (სროლა), სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში), ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე (ყველა მშვილდოსნობა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).