რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სამი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ინგლისში ვიხილოთ
ვებ-გვერდი russianfootballnews.com-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე სამ ფეხბურთელს შეეხება.
საიტის ჟურნალიტებმა დაასახელეს სამი ფეხბურთელი, რომლებსაც რუსეთიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვთ. მათი აზრით, ეს მოთმაშეები ინგლისურ ფეხბურთს კარგად შეეწყობიან.
აღსანიშნავია, რომ სამიდან ერთ-ერთი ქართველი მცველი სოლომონ კვირკველიაა, რომელიც ბოლო წლებია ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. კვირკველიას გარდა, სამეულში ცსკა-ს ებრაელი ნახევარმცველი ბიბრას ნათხო და მოსკოვის “სპარტაკის” ჰოლანდიელი გარემარბი კვინსი პრომესი მოხვდნენ.
აი, რას წერენ კვირკველიაზე: “კვირკველია ბევრისათვის უცნობი ფეხბურთელია, თუმცა მან შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ კარგი მატჩები ჩაატარა. საბას რუსეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს და თანაგუნდელებს მისი იმედი ყოველთვის აქვთ.
კვირკველიამ 29 შეხვედრაში, მეტოქეთა შეტევები 120-ჯერ შეაჩერა, ამ მაჩვენებლით კი ის ევროპაში მოთამაშე ბევრ ცნობილ მცველს სჯობს. ასევე, საბა მაღალია და სისწრაფით გამოირჩევა, რაც მას ინგლისის პრემიერ ლიგაში დამკვიდრების კარგ საშუალებას მისცემს. მალე, “რუბინი” ევროპის ლიგაზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება, 23 წლის ქართველს კი თავის გამოჩენა შეეძლება.”