ტიჩინოშინიმ ბალანსი გამოიკეთა
შემოდგომის აკი ბაშოზე ბოლო დღეებია წარმატებით ასპარეზობს სანიაკუს ერთადერთი ქართველი რიკიში ლევან გორგაძე. ტოჩინოშინიმ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანზე გავიდა.
ბაშოს მე–11 დღეს ქართველი რიკიშის მეტოქე მე–4 მაეგაშირა იტინოძე იყო. ჩვენებურმა ძალისმიერი ილეთით (მიგი–იოცუ) გადათემა მოწინააღმდეგე და გრაფაში მე–6 თეთრი ბურთულა ჩაიწერა. ტოჩინოშინს 6 მოგების წილ 5 მარცხი აქვს და დარჩენილ 4 ტურში 2 მოგებით მაკიკოშს გაიფორმებს.
ზედიზედ მესამედ წააგო მე–9 მაეგაშირა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა 16–ე მაეგაშირა სეიროსთან წააგო, რომელმაც ქართველი გოლიათი იორიკირის ილეთით გადადენა დოჰიოს გარეთ.
აკი ბაშოს ისევ წაუგებლად ლიდერობს ოძეკი ტერუნოფუჯი, რომელსაც ერთი მარცხით კვალში უდგას მე–12 მაეგაშირა იკინოი.
ხვალ ტოჩინოშინი ტამავაშის შეხვდება (6:3 ურთიერთშეხვედრებში), ხოლო გაგამარუს მეტოქე ტიეოტორი (2:2) იქნება.