MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
MLS-მა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
ტურნირის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე “ორლანდო სიტის” ნახევარმცველი რიკარდო კაკა გახლავთ, რომელსაც წელიწადში 6,66 მილიონი დოლარი ეძლევა. საუკეთესო სამეულში აგრეთვე შედიან სტივენ ჯერარდი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) და ფრენკ ლამპარდი (“ნიუ იორკ სიტი”).
MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:
1. რიკარდო კაკა (“ორლანდო სიტი”) – 6,66 მლნ დოლარი;
2. სტივენ ჯერარდი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 6,2 მლნ დოლარი;
3-4. ფრენკ ლამპარდი (“ნიუ იორკ სიტი”) – 6 მლნ დოლარი;
3-4. მაიკლ ბრედლი (“ტორონტო”) – 6 მლნ დოლარი;
5. დავიდ ვილია (“ნიუ იორკ სიტი”) – 5,61 მლნ დოლარი;
6. სებასტიან ჯოვინკო (“ტორონტო”) – 5,6 მლნ დოლარი;
7. ჯოზი ალტიდორი (“ტორონტო”) – 4,75 მლნ დოლარი;
8. რობი კინი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 4,5 მლნ დოლარი;
9. ჯოვანი დოს სანტოსი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 4 მლნ დოლარი;
10. კლინტ დემპსი (“სიეტლი საუნდერსი”) – 3,91 მლნ დოლარი;
11. ჯერმეინ ჯონსი (“ნიუ ინგლენდ რევოლუშენი”) – 2,8 მლნ დოლარი;
12. ობაფემი მარტინსი (“სიეტლი საუნდერსი”) – 2,4 მლნ დოლარი;
13. ანდრეა პირლო (“ნიუ იორკ სიტი”) – 2 მლნ დოლარი;
14. დიდიე დროგბა (“მონრეალ იმპაკტი”) – 1,66 მლნ დოლარი;
15. ომარ გონსალესი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) – 1,2 მლნ დოლარი;