WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (270585) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

„ლოკომოტივმა“ და „შუქურამ“ სეზონში ფრედ პირველად ითამაშეს

თარიღი: სექტემბერი 25, 2015

საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურის მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა. „რკინიგზელები“ აქამდე 3 ქულით მე-12 ადგილს იკავებდნენ, აჭარლები კი 6 ქულით მათზე ორი პოზიციით უფრო მაღლა იყვნენ.

თამაშის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი იყო – გუნდბეი მხოლოდ რამდენიმე სახიფათო შეტევით გამოირჩნენ. მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, ტაიმის ბოლოს გაუმჯობესდა. 35-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში კარგად შევიდა, მისი არც ისე ძლიერი დარტყმის ხელში აღება „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. ცოტა ხანში ვასილ მაისურაძეს იძულებითი ცვლილება მოუწია – გიორგი გაბაძემ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი გიორგი დუმბაძემ დაიკავა. 44-ე წუთზე ზვიად ქანთარია ფლანგიდან ცენტრისკენ დაიძრა და მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ცვლილების უფლება „შუქურამაც“ გამოიყენა – ელგუჯა ლობჟანიძემ ილია კერძივაძე შეცვალა. 49-ე წუთზე კიკნაძემ შეუტია და დაარტყა კიდეც, მეკარე ამჯერადაც ადგილზე იყო. სამ წუთში დუმბაძე მარჯვენა ფლანგიდან კარგად დაიძრა და მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, ქანთარია პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი ბურთი აეჭრა. 56-ე წუთზე ფლანგიდან შეტევა სტუმრებმაც სცადეს, ჩელებაძის ჩაწოდებულს მეკარე ადვილად დაეუფლა. ოთხ წუთში „შუქურას“ შემადგენლობიდან ლუკა გუგუჩიას ნაცვლად რევაზ გეწაძე შემოვიდა. სათქმელია, რომ გუგუჩია მოედნის დატოვებისას ძალიან უკმაყოფილო იყო. 66-ე წუთზე ჩელებაძის მიერ შესრულებული ჯარიმა კედელში მდგომ მოთამაშეს მოხვდა, დანიშნული კუთხირის შემდეგ კი ცხოვრებოვმა გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც კართან ახლოს მდგომი ცხოვრებოვის დარტყმული მეკარე ბაჩო მიქავამ საჯარიმოს ხაზზე აიღო. სტუმრები თვლიდნენ, რომ ბურთმა კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა, მაგრამ მთავარ არბიტრს ჟენერი ხორავას სულ სხვა აზრი ჰქონდა. ერთ წუთში „ლოკომოტივმაც“ შეუტია, ამჯერად თამაშში „შუქურას“ კარის დარაჯი თეიმურაზ კაკალაძე ჩაერთო,რომელმაც კიკნაძის დარტყმა მოიგერია. 73-ე წუთზე იმავე კიკნაძემ კვლავ უშედეგოდ დაუმიზნა, ისევ ერთ წუთში კი ფლანგიდან შეჭრილი გეგეჩკორის დარტყმის შემდეგ „ლოკომოტივი“ მეკარის ოსტატობის დახმარებით გაშვებულ გოლს გადაურჩა. ცოტა ხანში ჩელებაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა კარის ბადეს მხოლოდ გარედან მოხვდა. 81-ე წუთზე დიასამიძემ მეტოქის საჯარიმოში პაპუაშვილის მიმართულებით საკმაოდ კარგად ჩააწოდა, რომ არა შარიქაძის მეორე სართულზე საიმედო თამაში, ანგარიში, შესაძლოა, გახსნილიყო კიდეც. მსაჯიერ მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე „ლოკომოტივი“ ნამდვილად გადარჩა – ბაგაევმა ეგრედ წოდებული „მაკრატელა“ ბრწყინვალედ შეასრულა, თუმცა სტუმართათვის სამწუხაროდ, ბურთი მეტოქის კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე გატანილი გოლი კი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

საბოლოოდ, სანახაობრივი მეორე ტაიმის მიუხედავად, გუნდებმა ვერც ერთ გოლი ვერ გაიტანეს. ამრიგად, მიმდინარე სეზონში როგორც თბილისელებმა, ასევე ქობულეთელებმა ფრე პირველად ითამაშეს. შემდეგ ტურში „შუქურა“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივი“ თერჯოლაში „საპოვნელასთან“ ჩავა.



მსგავსი სიახლეები