კალიფორნიელები ცქიტიშვილს წინასაზეზონო მატჩებში დააკვირდებიან
ლოს ანჟელეს კლიპერსმა შემადგენლობაში ნიკოლოზ ცქიტიშვილი აიყვანა. შეგახსენებთ, რომ კალიფორნიულ გუნდს ქართველი კალათბურთელი არაგარანტირებული კონტრაქტით ჰყავდა, ახლა კი გუნდთან ერთად წინასასეზონო მატჩებში მოემზადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცქიტიშვილი უკვე კლიპერსის წევრია – მას წინასაზეზონო მატჩებში დააკვირდებიან.
შეკრებას კლიპერსი დღეიდან იწყებს. ჩემპიონატის დაწყებამდე კალიფორნიელთა მეტოქეები იქნებიან: დენვერი (2 ოქტომბერი), ტორონტო (4), ნიუ ორლეანი (10 და 14), გოლდენ სტეიტი (20) და პორტლენდი (22).
რეგულარული სეზონი კი 28 ოქტომბერს დაიწყება და ცქიტიშვილმა მანამდე უნდა მოასწროს თავის გამოჩენა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ცქიტიშვილი 2002 წელს ნბა-ს დრაფტზე მე-5 ნომრად დენვერ ნაგითსმა აიყვანა. შემდეგ „სკიტამ” ნბა-ს რამდენიმე კლუბი გამოიცვალა (გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ფინიქსი). სულ ოკეანისგაღმა 172 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი კი 2.9 ქულა, 1.7 მოხსნა გახლდათ.