ტოჩინოშინს კანტოშე ერგო და სეკივაკეს ელოდება
წარმატებული გამოდგა აკი ბაშო ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძისთვის. ქართველმა რიკიშმა ბაშოს ბოლო დღეს ძალისმიერი შეტევით დოჰიოდან ტოინოსიმა განდევნა და მიჯრით მერვე გამარჯვება იზეიმა. სულ ტოჩინოშინს 10 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა. ეს პირველი ქართული კაჩი–კოშია სანიაკუში, თუმცა ძნელია სათქმელია კომუსუბის ტიტულის მქონეს კიდევ ერთი საფეხურით თუ დააწინაურებენ, რადგან ორივე სეკივაკემ დადებითი ბალანსი აჩვენა.
ერთია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სუმოს სამი სეკივაკე ჰყოლია. დადებითი ბალანსის კარგად ტოჩინოშინს კანტოშეს პრემიაც ერგო.
ტურნირის ბოლო დღეს მე–9 ბრძოლა წააგო გაგამარუმ და შემდეგ ბაშოს დაქვეითებული შეხვდება.
ტურნირის კულმინაცია იყო კეტეი–სანი, იგივე დამატებითი ბრძოლა.
ბოლო დღეს ოძეკმა ტერუნოფუჯიმ იოკუძუნა კაკურიოს მოუგო და მოგება წაგებით გაუთანაბრდა, მაგრამ ტრავმირებულმა მისი მეორედ დამარცხება ვეღარ შეძლო და იმპერატორის თასს კაკურიო დაეუფლა.