ბრენდან როჯერსი: “ვიღაცებს არ უნდათ, რომ “ლივერპულის” თავკაცი ვიყო”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დარწმუნებით ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს გუნდიდან მისი გაშვება სურს. შეგახსენებთ, რომ იგი “წითლებს” 2012 წლიდან თავკაცობს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ლივერპულს” 11 ქულით მე-7 პოზიცია უკავია.
“ჩემი გუნდი ბრწყინვალედ მუშაობს, ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სრულად დარწმუნებული ვარ, არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ სურს, რომ გუნდს ვთავკაცობდე.
ყველა ჩემპიონატში ერთად ჩვენ უფრო ნაკლებ მატჩში დავმარცხდით, ვიდრე “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “არსენალი”.
ამის მიუხედავად, შესამჩნევია ის ისტერია, რომელიც ჩვენ გარშემო გრძელდება. მე და ჩემი ფეხბურთელები დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენსას მივაღწევთ.
გუნდთან მუშაობას გავაგრძელებ, უმაღლესი დონის მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ. ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ.
ლიდერს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. მესმის, რას ნიშნავს აქ სამი სეზონის განმავლობაში ყოფნა: “ლივერპული” საოცარი გუნდია და მოლოდინებიც უზარმაზარია”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.