ქართველებმა არაფრისმომცემ მატჩში ლიტველებიც დაამარცხეს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ლიტველები 18:6 დაამარცხა. ეს მატჩი არაფერს წყვეტდა, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეორედ უკვე დაბევებული ჰქონდათ.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ტურში, რომელიც თბილისში 5-6-7 თებერვალს გაიმართა, ჩვენმა გუნდმა სამი მატჩიდან ერთი დათმო სლოვაკეთთან (10:11), ორი კი მოიგო: შვეიცარიასთან (21:9) და პორტუგალიასთან (21:3).
მეორე საკვალიფიკაციო ტური, ისრაელში 25-26-27 სექტემბერს გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან მატჩი ფრედ 5:5 ითამაშა, ხოლო ისრაელთან 17:6 მოიგო და ვადამდე გაინაღდა ევროპირველობაზე თამაში.
საბოლოო ჯამში, ორ საკვალიფიკაციო ტურში მიღებული 13 ქულითა და მეორე ადგილით ევროპის საგზური და 16 საუკეთესო გუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა!
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2014 წელსაც ითამაშა.