მიჰაილოვიჩმა „ჯენოასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა გასვლაზე „ჯენოასთან“ ანგარიშთ 0:1 წააგო.
„სათანადო შემართებით არ გვითამაშია, „ჯენოა“ კი იმ ფეხბურთს აჩვენებდა, რომლის ჩვენებაც სურდა. გოლს თუ არ ჩავთვლით, მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია.
მოვიგებდით, თუ პირველივე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც მეორეში. სახიფათოდ ვუტევდით, მაგრამ ანგარიში ვერ გავათანაბრეთ. მეტოქეთათვის მატჩის ნახევრის ასე დათმობა არ შეიძლება“, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.