ჯიქი დიდი 10–ის ლიდერია
გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, „დიდი 10”-ის მე-3 ტურის მატჩები. მხოლოდ ერთი მატჩი არმზსა და ლოკომოტივს შორის გადაიდო, დანარჩენები კი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.
ჯიქი (გორი) – ლელო-სარასენსი (თბილისი) 21:13
ტურის ცენტრალური მატჩი ავჭალაზე გაიმართა, სადაც სტუმრად ბოლო სამი წლის ჩემპიონი ითვლებოდა. ჯიქმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ლელო-სარასენსი (21:13) და კვლავ ლიდერობს „დიდი 10“–ის გათამაშებას.
აია (ქუთაისი) – ყოჩები (ბოლნისი) 21:10
საინტერესო მატჩი შედგა ქუთაისში, სადაც ბოლნისის ყოჩები სტუმრობდა. მატჩის ერთადერთი ლელო ყოჩებმა გაიტანა, მაგრამ ჯამში 6 ჯარიმა და არეკნი გაუშვა, როდესაც თავად მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და პრემიალური ქულის გარეშეც დარჩა.
არმია (თბილისი) – აკადემია (თბილისი) 12:15
„ავჭალაზე“ გაიმართა დედაქალაქური დერბიც. გამარჯვება იმ გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ჯარიმები უფრო ზუსტად მეტჯერ დაარტყა. ეს კი აკადემია აღმოჩნდა და 4 ქულაც მათ დარჩათ, არმის კი მხოლოდ პრემიალურს დასჯერდა.
ხარები (რუსთავი) – ბათუმი (ბათუმი) 9:13
ბათუმმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ჯიქს მხოლო ერთი ქულით ჩამორჩება. ხარებმა ჯარიმებით 3:2 აჯობეს ზღვისპირელებს, მაგრამ საკუთარი ჩათვლის მოედანი ერთხელ ვერ დაიცვეს და პრემიალური ქულით წააგეს.
სატურნირო ცხრილი:
1.ჯიქი 3 3 0 0 50:31 13
2.ბათუმი 3 3 0 0 56:36 12
3.აია 3 2 0 1 55:36 9
4.აკადემია 3 2 0 1 37:29 9
5.ლელო-სარასენსი 3 2 0 1 51:43 8
6.ლოკომოტივი 2 1 0 1 27:28 5
7.არმია 3 0 0 3 44:65 2
8.ყოჩები 2 0 0 2 22:38 1
9.ხარები 3 0 0 3 26:54 1
10.არმაზი 1 0 0 1 18:26 0