გია ნიჟარაძე: მომდევნო მსოფლიოს თასზე საქართველოს უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს
მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე საუბრობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე:
– მშვენიერი პირველი ტაიმის შემდეგ მაშინ როდესაც მამუკა გორგოძე გააძევეს მოედნიდან, ათი წუთის განმავლობაში 20 ქულა მივეცით მეტოქეს და გუნდი ალბათ გატყდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ. ძალიან საწყენია, ძალიან მტკივნეულია ეს მარცხი, მაგრამ ეს არის რეალობა. ახლა უნდა დავივიწყოთ ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებთან მწვრთნელები შემადგენლობას გადაახალისებენ და ნამიბიისთვის სრული კონცენტრაციით მოვამზადებით, რათა შევასრულოთ ის ამოცანა რისთვისაც აქ ჩამოვედით – მოვიგოთ ორი თამაში და მომდევნო მსოფლიოს თასზე ვითამაშოთ კვალიფიკაციის გარეშე. იქ კი დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს, – განაცხადა ქართული რაგბის თავკაცმა.