ნამიბიამ ტონგასთან დაგვაფიქრა
ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასზე დღეს ერთი მატჩი გაიმათა, სადაც ერთერთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ტონგდა და ნამიბია დაეჯახა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ტონგელებმა მოიგეს – 35:21.
კუნძულელებმა უპირატესობა დავითანვე იგდეს ხელთ და უკვრ საათის მეტხედზე ორი ლელოთი და გარსახვით იგებდნენ. ნამიბიელებმა ერთი გაიბრძოლეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. ეს იყო და ეს – კიდევ ერთი ლელო–გარდასახვა, პლუს ჯარიმა და ტონგა შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდა.
კუნძულელებს შესვენების შემდეგ პრემიალური ქულისთვის ერთი ლელო ჭირდებოდა და ეს საქმეც მალევე მოაკვარხჭინეს. ამის შემდეგ ნამიბიელებმა უფრო იმუშავეს და მეტოქეს ორი ლელოც გაუტანეს. ეს ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელი ფაქტია. ბოლო ტურში ჯახი ნამიბისთან გვაქვს…
საბოლოოდ, ტონგამ მოიგო და ახლა ჩვენი და ნამიბიას მატჩს ელოდება.