ბორჯღალოსნების რაზმი ზელანდიის წინააღმდეგ
დღეს ბორჯღალოსნებმა კარდიფის „მილენიუმზე” კაპიტნის ვარჯიში გამართეს. „ოლ ბლექსთან” მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან პირველ ოქტომბერს „მილენიუმზე” უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართეს.
„ოლ ბლექსის“ წინააღმდეგ ნაკრები ახალი შემადგენლობით არსდგება. ისტორიულ მატჩამდე მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა გამოაცხადა. ბორჯღალოსანთა 23 კაციანი რაზმი ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი: ბექა წიკლაური, გიორგი აფციაური, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე;
შერკინება: კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე;
მარქაფა: მურაზ გიორგაძე, მერაბ შარიქაძე, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ვიტო კოლელიშვილი.