მილტონ ჰეიგი: სასტარტო 15-ეულში რამდნეიმე ცვლილება განვახორციელეთ
ბორჯღალოსნებს კაპიტნის ვარჯიშის გამართვა მატჩამდე 2 დღით ადრე მოუწიათ, რადგანაც „მილენიუმ სთედიუმს“ დღეს ფიჯი–უელსის მატჩი აქვს სამასპინძლო.
მილტონ ჰეიგი:
– სასტარტო 15-ეულში რამდნეიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგანაც პირველ ორ მატჩში ერთი და იგივე შემადგენლობით ვითამაშეთ, ამჯერად ეს ბიჭები დასვენებულები არიან. მათ ჯერ თითქმის არ უთამაშიათ ან ძალიან ცოტა ხნით შესულან მოედანზე მიმდინარე მსოფლიო თასის პერიოდში. „ოლ ბლექსის“ წინააღლდეგ ახალი ენერგია გვჭირდება. კანადის ტესტ მატჩამდე ქუბრიაშვილმა ტრავმა მიიღო. იმედი გვქონდა, რომ ის მალე გამოჯანმრთლედებოდა, მაგრამ წინა კვირის სამედიცინო დასკვნამ გვიჩვენა, რომ მისთვის თამაში მიზანშეწონილი არ იყო და ამიტომ სატურნირო შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ანტონი ერთ-ერთი კარგი ბურჯია ბორჯღალოსანთა რიგებში. ის უკვე 7 დღეა რაც შემოგვიერთდა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მარქაფაში ყოფნის შანსიც მოიპოვა.