ზელანდიურმა ორკესრტმა საქართველოსთან კარგად ვერ დაუკრა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ღირსეული ანგარიშით დამარცხდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან. ახალზელანდიელებმა 43:10 მოგვიგეს. არადა, სპეციალისტებიცა და ბუქმეკერებიც კუნძულელთა გაცილებით იოლ მოგებას წინასწარმეტყველებდნენ. ზელანდიურმა ორკესტრა ისე ვერ დაუკრა, როგოც ვარუდობნენ. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ წაგებული გუნდის კაპიტანი, მამუკა გორგოძე დაასახელეს.
ანგარიში მისაღებია, ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. პირველ ტაიმში საქართველო მხოლოდ ერთხელ გადავიდა მეტოქის ნახევარზე, როდესაც ზელანდიელები შეცდნენ, წიკლაურმა ბურთი ფეხით გაიგდო და ჩათვლის მოედნის წინ დაეწია. ეს ისეთ სისწრაფეზე გააკეთა, ხელის შემშლელი არავინ ყავდა. გარდასახვა მერაბ მალაღურაძემ ზუსტად დაჰკრა.
ამ დროს ანგარიში გავათანაბრეთ. პირველივე წუთზე ნაჰოლომ ცენტრიდან გაირბინა ქართულ დაცვაში, ნაევარი გუნდი ცდილობდა ხელის შეშლას და დაკავებას, მაგრამ ამაოდ. გარდასახვა კარტერისა იყო.
შემდეგ სავეას ჯერი დადგა, რომელმაც ჯამში 3 ლელო გაიტანა. ჯერ მე–7, შემდეგ კი 16–ე წუთზე. ამათ შუაში მალაღურაძემ ჯარიმა დაარტყა ცენტრიდან და გაიტანა. კარტერი კი, კიდიდან გარდასახვებს ვერ ურტყამდა და კოლეს ლელოს შემდეგ ზელანდია 22:10 დაწინაურდა.
ტაიმი ასე მორჩა, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ზელანდიელებმა რამდენჯერმე შეგვიცოდეს, როდესაც თითქმის ჩათვლის მოედანთან მისულებს ბურთი გაუვარდათ. თუმცა, ამაში ქართველების წვლილიც იყო, რადგან თავს კარგად იცავდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში რიდის ლელოთი და კარტერის გარდასახვით ზელანდიელებმა ქულათა მარაგი 29–მდე გაზარდეს და ასე იყო მატჩის ბოლომდე. ბოლო 5 წუთში სავეამ და ფეკიტოამ ორი ლელოც დადეს, კარტერმაც ზუსტად გარდასახა და მატჩი 43:10 მორჩა.